მეფე თამარი
კეთილმორწმუნე მეფე. საქართველო გააძლიერა და გარეშე ქვეყნები დაუმორჩილა. ააშენა და გაამშვენიერა მრავალი ეკლესია-მონასტერი. მეფე თამარი გახლდათ ერთადერთი ქალი-მეფე საქართველოს ისტორიაში, შესაძლოა მსოფლიო ისტორიაშიც კი, რადგან იგი იკურთხა როგორც მეფე, ქვეყანას მართავდა როგორც მეფე და არა როგორც დედოფალი.
საქართველოს ეკლესიამ მეფე თამარი, ჯერ კიდევ XIII საუკუნეში შერაცხა წმინდანად და ხსენების დღედ დააწესა 1 (14) მაისი და მენელსაცხებლე დედათა კვირა.
წმინდა კეთილმორწმუნე მეფე თამარის საფლავის ადგილმდებარეობა დღემდე უცნობია.
|