GE
RU
ფავორიტებში |
|
საიტი განლაგებულია სერვერზე: "Россия Православная" |
|
საქართველოს მამამთავრები |
საქართველოს მეფეები |
ბეთანიის მონასტერი |
ბმულები |
საკონტაქტო |
საიტის რუქა
ეფემია (ცაბუ) ცხვიტავა დაიბადა 1995 წლის 4 თებერვალს, თბილისში. არის წარჩინებული მოსწავლე.
მას პატარაობიდანვე აღმოაჩნდა ხატვის ნიჭი. ეფემია 3 წლის ასაკიდან ხატავს, მაგრამ მისი ხატვისადმი
მიდრეკილება უფრო ადრე შეიმჩნა. ჯერ კიდევ წლინახევრის იყო, როცა მამის სახელოსნოში შევიდა, ხელების
მოძრაობით და ბავშვური გაუგებარი სიტყვებით (რადგან ვერ ლაპარაკობდა) მიახვედრა მამა, რომ თვითონაც
სურდა რაიმე დაეხატა. მას შემდეგ მას ხატვისადმი ინტერესი არ განელებია და ფუნჯი ფანქარი და საღებავი მისი
ცხოვრების შემადგენელი ნაწილი გახდა
ეფემია ძირითადად ხატავს ფანქარში, აკვარელსა და გუაშში. ხატავს ყველაფერს: პორტრეტებს, პეიზაჟებს ცხოველებს, რაც მასში მოწონებას იმსახურებს. ეფემიას მიღებული აქვს მონაწილეობა გამოფენებში: 2005 წლის 1-2 ივნისს გალერეა "ჰობში" გაიმართა გამოფენა-კონკურსი, თემაზე: "სამყარო ჩემს წარმოსახვაში", რომელიც მიძღვნილი იყო ბავშვთა საერთაშორისო დღისადმი. გამოფენა-კონკურსი მოაწყო დემირელის სახელობის კერძო სკოლა "სხივმა" და სოლიკო ვირსალაძის სახელობის საბავშვო სამხატვრო სკოლამ.
2005 წლის 2 ივნისს ქარვასლაში გაიმართა გამოფენა, რომელიც თბილისის მერიის ბავშვთა უფლებათა დაცვის საქალაქო ცენტრმა მოაწყო, თემაზე: "ბავშვები ხატავენ მშვიდობას"
ეფემია ცხვიტავა 2005 წელს დაჯილდოვდა სიგელით, გაზეთ "ნერგის" რედაქციისა და ბავშვთა საერთაშორისო ფონდ "ვუნდერკინდის" ერთობლივ კონკურსში მონაწილეობისათვის. კონკურსის თემა იყო: "ჩემი საქართველო". 2006 წლის 1-2 ივნისს, ბრიტანეთის საელჩოს ინიციატივით ჩატარდა გამოფენა-კონკურსი "ხედი ჩემი ფანჯრიდან", სადაც ეფემია დაჯილდოვებულ იქნა დიპლომით სურათის "ხედი ჩემი ფანჯრიდან" წარდგენისთვის. 2006 წელს, ქალაქ თბილისის მერიის განათლებისა და კულტურის საქალაქო სამსახურის მიერ მოწყობილ ბავშვთა ნახატების საქალაქო დათვალიერებაში მოპოვებული წარმატებისთვის ეფემია დაჯილდოვდა დიპლომით. მას წარდგენილი ჰქონდა ნამუშევარი "დედა ქარშიც არ მიგვატოვებს". 2007 წელს, ჩატარდა კონკურსი თემაზე "ასაფრენი მოედანი", სადაც ეფემიამ წარმოადგინა ნახატი "ერთი ნაბიჯი აფრენამდე". |
|