დავით IV აღმაშენებელი
მუსულმანური სამყაროსაგან განადგურებული საქართველო აღადგინა და გააერთიანა, როგორც პოლიტიკურად და ეკონომიურად, ასევე სულიერად. ხალხი არაბთა და თურქთა მონობისაგან გაანთავისუფლა. გაიყვანა გზები და მდინარეებზე ხიდები ააგო, ააშენა და გაამშვენიერა მრავალი ეკლესია-მონასტერი და საქველმოქმედო და სმკურნალო დაწესებულებანი. დაარსა საშუალო და უმაღლესი სასწავლებლები. დავითის ღვაწლს მიეკუთვნება გელათისა და იყალთოს აკადემიების დაარსება. მისი ბრძანებით იქნა მოწვეული ცნობილი რუის-ურბნისის საეკლესიო კრება. დავითმა ეკლესია გაწმინდა უღირს მღვდელმსახურთაგან და მათ ნაცვლად კეთილმოწესე მსახურნი დაადგინა. დასაფლავებულია გელათის მთავარ შესასვლელში მისივე ანდერძით, რათა ყოველ შემსვლელს მისი საფლავისთვის ფეხი დაედგა. ხსენების დღე 26 იანვარი (8 თებერვალი).
|